დატბორილი 1100-მდე შინამეურნეობა, 250-მდე ავტომობილი, პოლიციის განყოფილება, სასტუმროს 70 ნომერი – ბჟანია გაგრის რაიონში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

გაგრის რაიონში, სტიქიის ზონაში, სადაც გადაუღებელი წვიმის შედეგებს ებრძვიან, დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია და დე ფაქტო პრემიერმინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი ჩავიდნენ.

როგორც ბჟანიას რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, იური ხაგუშმა განმარტა, ძლიერი წვიმის შედეგად, გაგრის რაიონში 1100-მდე შინამეურნეობა დაიტბორა, დაზარალდა სამი სოფელი, ერთი დასახლება და ნაწილობრივ გაგრა.

მისივე თქმით, დატბორილი სახლების მდგომარეობის შემოწმება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

გარდა ამისა, ხაგუშის თქმით, “დაიტბორა სოფლებში გზები, სახელმწიფო დაწესებულებები – ბზიბის პოლიციის განყოფილება, ბიჭვინთაში კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი “მრაზმა”, დაზიანდა 250-მდე მანქანა“.

თავის მხრივ, ტურიზმის ე.წ. მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა, რომ “ბიჭვინთის კურორტის” პანსიონატში 70-მდე ოთახია დატბორილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები