ვანის რაიონში 4 წლის ბავშვი დააუთოვეს, დედას კი სახე დაუსერეს

    ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში გვიან ღამით არველაძეების ოჯახს 4 უცნობი პირი თავს დაესხა. მომხდარის დროს ოჯახში მხოლოდ დედა და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. ყაჩაღებმა ქეთევან არველაძეს სახე დაუსერეს, ხოლო მის მცირეწლოვან მძინარე შვილს გახურებული უთოთი კიდურები დაუწვეს. თავდამსხმელები ქეთევან არველაძისგან ფულს ოთხოვდნენ. ოჯახში ოქროს ნივთების პოვნის შემდეგ კი მძარცველები გაიქცნენ. დაზარალებული დედა-შვილის მდgომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები