პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიში გააცნო, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიში გააცნო, კითხვა-პასუხის ნაწილში დაიხურა.

სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას ოპოზიცია არ დაეთანხმა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც კანონმდებლებს აპრილის თვეში წარედგინა, პარლამენტის სამი კომიტეტის – თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. მომხსენებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები