შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოხდეს ძალადობის ჩამდენი პირების დასჯა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც დაგმოს ძალადობა
ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ძალადობის დაგმობაა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოხდეს ძალადობის ჩამდენი პირების დასჯა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც დაგმოს ძალადობა.
„ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ დაგმობის საგანი არის უნდა იყოს, არამედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მოხდეს დასჯა ადამიანების, ვინც ძალადობას ჩადის. ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე დაგმობა. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც, რომელსაც მართალია, ბერკეტი არ აქვს, დასაჯოს მოძალადე, მაგრამ მინიმუმ უნდა დაგმოს ძალადობა. მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენთან ხდება ძალადობის კულტივაცია სხვადასხვა მეთოდებით, რომელიც საბოლოო ჯამში, თავს იჩენს ხოლმე ჭარბ ემოციებში, შემდეგ ემოციები გადადის შეხლა-შემოხლაში და ძალადობაში. ძალადობა როცა იკვეთება, იქ უკვე ერევა კანონმდებლობა და ხდება შესაბამისი მოქმედებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.