“ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები აწყობილია იდეალურად” – შალვა პაპუაშვილი
„ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა შეძლეს, რომ აქ შემოპარებული სააკაშვილი ციხეში მიაბრძანეს. მათ ასევე შეძლეს, მიუხედავად იმ ვითარებისა, რაც გვაქვს რეგიონში, ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სუსის ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან ჩვენს ტერიტორიაზე, ერთი ინციდენტიც კი არ ყოფილა, რომელიც ამ ნიადაგზე იქნებოდა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები აწყობილია იდეალურად, უსაფრთხოების რისკების რეალიზება რომ ვერ ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტი დღეს სუსის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს.