მიხეილ სარჯველაძე: აუცილებელია, რაღაც ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებაც მიხვდეს, რომ არ შეიძლება, სააკაშვილის საკითხს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გადააყოლონ

სააკაშვილის თემას არ შეიძლება, შეეწიროს ორი ქვეყნის ურთიერთობა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

„აუცილებელია, რაღაც ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებაც მიხვდეს, რომ სააკაშვილისთვის და რაღაც პოლიტიკური პრეფერენციებისთვის, რომელიც შეიძლება, უკრაინის ხელისუფლებაში ცალკეულ პირებს ჰქონდეთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებით, არ შეიძლება, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გადააყოლონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები