გია ცაგარეიშვილი: უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარი და მიუღებელია
ჩვენთვის გაუგებარი და მკვეთრად მიუღებელი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
„გამომდინარე იმ ვითარებიდან, რა ვითარებაშიც დღეს უკრაინა იმყოფება, არ ჩავერთვებით ურთიერთბრალდებების მრუდში“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.