ირაკლი კობახიძე: ის სიმართლე, რომელიც უკავშირდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, უმძიმესია – ისინი პირდაპირ მტრობენ ქვეყანას

ვერავინ გვისაყვედურებს იმას, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთება შეგვეძლო და არ გავაკეთეთ. რატომ? იმიტომ, რომ უხეში რიტორიკა ვერ დასრულდება, თუ შენი ოპონენტი იყენებს რიტორიკას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ის, რომ გეძახის რუსს, პუტინისტს და ა. შ. შენ სიმართლე მაინც უნდა თქვა ამის შესახებ და ეს სიმართლე ძალიან მძიმეა. ის სიმართლე, რომელიც უკავშირდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, უმძიმესია – ისინი პირდაპირ მტრობენ ქვეყანას. როცა დარბიან კაბინეტებში, დერეფნებში და აგიტაციას ეწევიან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ეს როგორც არ უნდა ვთქვათ?“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები