“ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე

“რასაც ჩვენ ვვაჭრობთ რუსეთთან ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, იმავეს ვაჭრობს დასავლეთი 1 დღის განმავლობაში”, – ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენც, პირველ ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ, არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას დააზარალებენ. გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც გამოიწვევდა მარტო პირველივე წელს, სულ მცირე 2,5 მილიარდი დოლარით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას.

ამას ითხოვდა ოპოზიცია. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ საითკენ არის ორიენტირებული ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები – იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები