ირაკლი ბერაია: ოპოზიციის რიტორიკა თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, ისინი ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკა თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით არის ანტისახელმწიფოებრივი.

მისივე თქმით, ოპოზიციის შეფასება თავდაცვის კოდექსის მიმართ არის სიცრუე.

“ოპოზიციის რიტორიკა თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, ისინი ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას. მათი ნებისმიერი განცხადება და კრიტიკა თავდაცვის კოდექსის მიმართ არის სიცრუე და, პირდაპირი მნიშვნელობით, დეზინფორმაცია. თავდაცვის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მზადდებოდა მრავალი წლის განმავლობაში. მის შემუშავებაში იყვნენ ჩართული ექსპერტები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენც, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრები და ჩვენი ნატოელი პარტნიორები, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები და მათი მხრიდან კოდექსის პროექტს მიეცა დადებითი შეფასება,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები