ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს, სანქციებს გვერდს უვლიდა, იყო საქართველოს იმიჯის შელახვის მცდელობა

რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოს დადანაშაულება იმაში, თითქოს, სანქციებს გვერდს უვლიდა, რა თქმა უნდა, ეს იყო მცდელობა, შელახულიყო საქართველოს იმიჯი როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში, ისე ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„ეს აღნიშნეს ამერიკელმა, ევროპელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, რომლებიც თავადვე დარწმუნდნენ როდესაც განიხილეს საერთაშორისო სანქციების დაცვის მექანიზმები საქართველოში. ეს არის ოპოზიციის მცდელობა, საქართველო დაადანაშაულონ იმ საქმეებში და შექმნან ის იმიჯი, თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს ან ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტის დამადასტურებელია, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების კომპანიები კვლავაც აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას და რუსეთის ბიუჯეტი ამისგან მოგებას იღებს.

„ისინი აგრძელებენ ვაჭრობას და საქართველოს სთხოვენ, შეწყვიტოს ორმხრივი ვაჭრობა, რომლის შესახებაც საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ არ შეუერთდებოდა ორმხრივი ვაჭრობის შეჩერებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები