შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმემ წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციაში, ეს გახლდათ ნიკა გვარამია – შეწყალებას დეპოლარიზაციასთან კავშირი არ აქვს

გვარამია, როგორც ვიცი, გახდა სააკაშვილის ადვოკატი და მასთან შევიდა. აღარ გვინდა ამაზე საუბარი, რადგან ეს ცალკე სიყალბის თეატრია, რომელიც დაიდგა ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„არანაირი კავშირი დეპოლარიზაციასთან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ აქვს. ამიტომაც არის, რომ მათ თავად არც ერთხელ არ უხსენებია ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველა, ვინც პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენდა, რომ შეეწყალებინა, ყველა უცხოელმა აქტორმა ამას გაუსვა ხაზი გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ეს იყო გადადგმული ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. აღმოჩნდა, რომ ეს არის უბრალოდ ქართველი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალებში ნაცრის შეყრა. ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც ამ შეწყალებას ამართლებენ, თითქოს, ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის. თუ ვინმემ წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციაში, ეს გახლდათ ნიკა გვარამია”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები