“დღეს დავინახეთ, როგორ მოხდა ოპოზიციის „გირჩიზაცია“ – ირაკლი ბერაია პარლამენტის სხდომის ჩაშლაზე
“დღეს დავინახეთ, როგორ მოხდა ოპოზიციის „გირჩიზაცია“, რაც არის ძალიან სამწუხარო”, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია პარლამენტის სხდომის ჩაშლას, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა უნდა გაგრძელებულიყო.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
დღეს პარლამენტში კვორუმი არ შედგა, რის გამოც სხდომა ჩაიშალა.