“რამდენი დღეც უნდა დასჭირდეს „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას, პარლამენტი ბოლოს მაინც შეიკრიბება და ის იქნება მიღებული” – ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,
რამდენი დღეც უნდა დასჭირდეს, პარლამენტი მაინც შეიკრიბება და „თავდაცვის კოდექსი“ მიღებული იქნება.
„რეალურად, „თავდაცვის კოდექსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი. დღეს 76 დეპუტატი არ იყო, უმრავლესობიდან ბევრი არის ვიზიტში სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო და ამის გამო სხდომას ვერ ესწრებოდა. ოპოზიციას რესურსი ჰქონდა არ გაევლო რეგისტრაცია, ეს გააკეთა და შესაბამისად, სხდომა დღეს არ გაიხსნა. ამის საშუალება ოპოზიციას ჰქონდა და ეს პროცედურული ხრიკი გამოიყენა, ეს საპარლამენტო ცხოვრებაში ნორმალურია“, – განაცხადა კობახიძემ.