რატი იონათამიშვილი – ევრორეკომენდაციების შესრულების ანგარიშზე: ამ დროისთვის რისი შესრულებაც შეიძლებოდა “ქართული ოცნების” მხრიდან, ყველა ვალდებულება ბოლომდე არის შესრულებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ანგარიშს გამოეხმაურა.

“ამ დროისთვის რისი შესრულებაც შეიძლებოდა “ქართული ოცნების” მხრიდან, ყველა ვალდებულება ბოლომდე არის შესრულებული. ახლა მნიშვნელოვანია იმპლემენტაციის ნაწილი და ამ პროცესს თითოეული ჩვენგანი უნდა დავაკვირდეთ.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი მტრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორც უნდა ეცადოს რადიკალური ოპოზიცია სხვა აღქმის შექმნას, ფაქტი არის ძალიან ცხადი და ჩვენი საზოგადოება შეცდომაში არ შევა”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები