სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოში პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.

როგორც მან “ტვიტერში” დაწერა, ის ღრმად არის შეშფოთებული სასამართლოდან დანახული კადრებით.

პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს.

“ღრმად ვარ შეშფოთებული სასამართლოდან სააკაშვილის ფოტოებით, რომლებიც პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულად გაუარესებაზე მიანიშნებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მისი კეთილდღეობა პრიორიტეტად გახადოს და სასწრაფოდ უზრუნველყოს მისთვის საზღვარგარეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობისთვის წვდომა”, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები