არჩილ თალაკვაძე: ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს

“რეკომენდაციების კუთხით, რაც უკვე შესრულებულია, ეს იძლევა საფუძველს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება.

“ამიტომ ერთადერთი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, მით უმეტეს, როცა არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის და ევროკავშირისვე შეფასებით, საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გააგრძელებენ თავის საქმეს – ეცდებიან ამ სამუშაოს დისკრედიტაციასაც და გააგრძელებენ მცდელობას, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროპული მომავალი”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები