რატი იონათამიშვილი: ვანო მერაბიშვილი უარყოფდა, რომ მასზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, როგორც ჩანს, ის ცდილობდა საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას

მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ფაქტი.

„ვანო მერაბიშვილი უარყოფდა იმას, რომ მასზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა და ის გაილახა. როგორც ჩანს, ის ცდილობდა საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას, ვინაიდან იმ ბოროტების და დანაშაულების მასშტაბიდან გამომდინარე, რასაც ისინი წლების განმავლობაში აკეთებდნენ, ცხადია, ჩვენს საზოგადოებაში არის დაგროვებული ძალიან დიდი წყენა და ეს არის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ცხადია, ძალადობის ნებისმიერი ფორმა არის მიუღებელი და ამ ყველაფერს სასამართლო უნდა აფასებდეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები გავრცელდა. შემთხვევა 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიგიშა შარაშიძემ სცემა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები