“ვითხოვთ მხარდაჭერას, რომ საღამოს მოქალაქეები პარლამენტთან მოვიდნენ და დეპუტატებს ხმა გააგონონ” – იაგო ხვიჩია

„ვითხოვთ მხარდაჭერას, რომ საღამოს ადამიანები მოვიდნენ პარლამენტთან და გააგონონ ხმა დეპუტატებს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„თავდაცვის კოდექსს“ იღებენ ერთადერთი მიზნით, რომ წინასაარჩევნოდ შეძლონ ხმების მობილიზება და ადამიანებზე ზეწოლა – „თუ „ქოცებს“ არ შემოხაზავ, ჯარში წაგიყვან“ და ეს ხდება ქართული ჯარის განადგურების ფონზე, რაც მხოლოდ მტრისთვის შეიძლება, იყოს სასარგებლო. „ქართული ოცნება“ ყოველგვარი კონსენსუსის გარეშე იღებს „თავდაცვის კოდექსს“, რომელსაც ყველა პარტიის მხარდამჭერები უნდა დაემორჩილონ და ბრძოლის დროს იყოს გამოყენებული ერის კონსოლიდაციისთვის.

ამას ვაკრიტიკებთ და ვითხოვთ მხარდაჭერას. როგორც მედიას, ისე ადამიანებს ვთხოვთ, საღამოს, როცა სიცხე არ იქნება და ჩვენ განხილვა კიდევ გვექნება, მოვიდნენ პარლამენტთან, მხარი დაგვიჭირონ, შეიარონ ჩვენს ოფისში, იქ მისცემენ შესაბამის საშუალებებს იმისთვის, რომ უბრალოდ იხმაურონ, რათა პარლამენტის წევრებმა გაიგონონ მოქალაქეების პროტესტი, რომ ისინი აპროტესტებენ ჯარის რეფორმის ასე მალულად, წინასაარჩევნო მიზნით მიღებას და არა მტრის დასამარცხებლად,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები