ირაკლი ზარქუა: ვაკეთებთ ყველაფერს ევროინტეგრაციისთვის, რომ საქართველომ ღირსეულად და დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ღირსეულად და დამსახურებულად მიიღოს.

“დეკემბრის თვემდე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს გახმოვანებული ევროკომისიის მხრიდან, ჩვენ სრულად შევასრულებთ იმ დანარჩენ 8 რეკომენდაციასაც და ბოლომდე გავიყვანთ, სადაც პროგრესი დაგვიფიქსირა ევროკომისიამ მუშაობის პერიოდში. ბუნებრივია, ამ მონაკვეთში რაც შესაძლებელი იყო, ჩვენ შევძელით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პუნქტი, რომელიც იყო რეკომენდებული იყოს შესრულებული. ამისთვის, ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივები განვახორციელეთ, მთელი რიგი ცვლილებები შევიტანეთ რეგლამენტში. ერთი სიტყვით, ვაკეთებთ ყველაფერს ევროინტეგრაციისთვის, რომ საქართველომ ღირსეულად და დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები