მიხეილ სარჯველაძე – იაგო ხვიჩიას: გინდათ, რომ აურზაური მოაწყოთ – გაგცემთ პასუხს „ძველბიჭობასთან“ დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და „გირჩის“ ხელმძღვანელი, იაგო ხვიჩია პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა, რომელზეც “თავდაცვის კოდექსს“ განიხილავდნენ.

როგორც იაგო ხვიჩიამ სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ სარჯველაძე კანონთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას არ აძლევდა.

„გამაგდეთ, თუ გაგდებაზეა საუბარი, „ბეზპრიძელი“ გვაქვს მოწყობილი, თუ რა არის?! კომიტეტის თავმჯდომარე ხართ, „ძველი ბიჭი“ ხომ არ ხართ“, – მიმართა იაგო ხვიჩიამ კომიტეტის თავმჯდომარეს.

თავის მხრივ, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იაგო ხვიჩიას კომიტეტის სხდომაზე აურზაურის მოწყობა სურდა.

„გამორთეთ მიკროფონი…გინდათ, რომ აურზაური მოაწყოთ. პაკეტის განხილვა დასრულებულია… არ უნდა ბევრი საუბარი, მომისმინეთ, რასაც ვლაპარაკობ. შესვენება გამოცხადდეს ერთი წუთით და გაგცემთ პასუხს „ძველბიჭობასთან“ დაკავშირებით“, – მიმართა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები