“პრობლემაა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას, რომელიც თავდაცვას სჭირდება, ეწინააღმდეგებით” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

“პრობლემაა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას, რომელიც თავდაცვას სჭირდება, ეწინააღმდეგებით”, – ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

„ქალბატონი თეონა (აქუბარდია), საკუთარ თავს უსაფრთხოების ექსპერტს რომ ეძახის, ჩიოდა, სამხედრო ნაწილებში ვერ დავდივარო. აი, სამხედრო ნაწილებში რომ მივა, სერჟანტებსა და გენერლებს დაელაპარაკება და ეტყვის, მე ვეწინააღმდეგებოდი და „გირჩს“ პროცედურულ ხრიკებში ავყევი იმისთვის, რომ კანონის მიღება რამენაირად „გამეწელა“ და კოდექსი არ მიგვეღო, ვნახავ, როგორ ჩახედავს მათ თვალებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები