ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები – დამტკიცდა 2023 – 2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს

,,საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც მთავარია, დამტკიცდა 2023 – 2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს. ეს არის დეცენტრალიზაციის სტრატეგია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, ეს პროცესი საკმაოდ ინკლუზიური იყო, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ცვლილებები.

„საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც მთავარია დამტკიცდა, 2023 – 2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს, ეს არის დეცენტრალიზაციის სტრატეგია, ეს არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, მეორე პრიორიტეტი მოიცავდა, სამ პრიორიტეტს და ყველა მიმართულებით არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული. საკმაოდ ინკლუზიური იყო ეს პროცესი, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ეს ცვლილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები