“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ რაც ვნახე, ეს არის კუჭის რეზეციის რეკლამა” – ირაკლი კობახიძე
„გუშინ რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა და მეორე, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს, ეს ნორმალურია?“ – ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ყოფილ პრეზიდენტთან, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სააკაშვილის გარშემო 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ. 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა და საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე, ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული.
გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა და მეორე, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს. ეს ნორმალურია? ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა, საკუთარ დედას შეაქვს, ეს ხომ ფაქტებია, გაზომილია კალორაჟი, შეგიძლია ზუსტად იგივე მოცულობის საჭმელი შეიტანო მაღალი კალორაჟით“, – განაცხადა კობახიძემ.