ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ესპანეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა – ილია დარჩიაშვილი
2023 წლის 1 ივლისიდან ესპანეთის სამეფო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე ეხმაურება.
“ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ესპანეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ესპანეთთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც საქართველოსთვის უდიდესი მიღწევა იქნება”, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.