გია გაბრიჭიძე: მკითხველს უქმნიან აღქმას, რომ ივანიშვილის ქონება უკრაინასთან ომის შემდეგ გაიზარდა- ათვლის წერტილად აღებულია ომის დაწყება და არა სასამართლოს გადაწყვეტილება

„მუდმივად კრიტიკულ დღეში მყოფი მედია “სკანდალურ” ინფორმაციას ავრცელებს – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 650 მილიონიდან 6 მილიარდ 100 მილიონამდე გაიზარდა. დააკვირდით როგორ იწყება ინფო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ… პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მკითხველს უქმნიან აღქმას, რომ რადგან ივანიშვილის ქონება უკრაინასთან ომის შემდეგ გაიზარდა, ე.ი. ეს ზრდა ომთან არის დაკავშირებული და ამ დროს ბერმუდის და სინგაპურის სასამართლოების გადაწყვეტილებები საერთოდ არ არის ნახსენები“, – ამის შესახებ ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, მსგავსი “ინფორმაციების” შექმნას იმ ტრენინგებზე, რასაც აგრესიულ-ბოლშევიკური ლიბერალიზმის იდეოლოგები ატარებენ, სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

“მუდმივად კრიტიკულ დღეში მყოფი მედია “სკანდალურ” ინფორმაციას ავრცელებს – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 650 მილიონიდან 6 მილიარდ 100 მილიონამდე გაიზარდა.
მსგავსი “ინფორმაციების” შექმნას იმ ტრენინგებზე, რასაც აგრესიულ-ბოლშევიკური ლიბერალიზმის იდეოლოგები ატარებენ, სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
დააკვირდით როგორ იწყება ინფო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ . . . დ.ა.შ.
პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მკითხველს უქმნიან აღქმას, რომ რადგან ივანიშვილის ქონება უკრაინასთან ომის შემდეგ გაიზარდა, ე.ი. ეს ზრდა ომთან არის დაკავშირებული და ამ დროს ბერმუდის და სინგაპურის სასამართლოების გადაწყვეტილებები საერთოდ არ არის ნახსენები.
ათვლის წერტილად აღებულია ომის დაწყება და არა სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზუსტად იგივე მეთოდი იქნა გამოყენებული ამ რამდენიმე დღის წინ დენდროპარკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტყუილი არ არის, მაგრამ მიწოდების ფორმაა ჩათლახური.
ზუსტად ასე შეუძლიათ დაწერონ, რომ გია გაბრიჭიძე დაიბადა ხიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 19 წლისა და 60 დღის შემდეგ.
ეს საკმაოდ სერიოზული მეთოდია და დღევანდელობაში მუშაობს”, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები