კახა ბექაურის თქმით, 2022 წელს მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონს მიაღწია

პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა დაეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, ComCom-ის თავმჯდომარემ გასული წლის ანგარიში წარადგინა, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციები, მათ შორის კი, მობილური ინტერნეტის მოხმარებაც მიმოიხილა.

კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ 2022 წელს, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით, 350 ათასი აბონენტით მეტია.

მისივე განცხადებით, ბოლო 5 წელიწადში, მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 8.6% შეადგინა.

თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გასულ წელს, მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 94% 4Gტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც 2021 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით, 3%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები