ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს
ეროვნულ ბანკში დღეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირველ ვიცეპრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს.
ამასთან, ნათია თურნავა, დროებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება.
“დღეს ჩატარდა საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე.
ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ინსტიტუციის მიმართ ერთგულება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში კანონის თანახმად, ასევე ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდე პირველი ვიცეპრეზიდენტი ჩვენი საქართველოს ეროვნული ბანკის”,- აღნიშნა თურნავამ.