როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 34 გრადუსს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში – 33 გრადუსი იქნება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

როგორც სააგენტში აცხადებენ, უამინდობა ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე გასტანს.

„დღეს შენარჩუნდება წვიმა, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან უნდა გამოიდაროს, დაახლოებით, 26-27 რიცხვამდე, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ველოდებით უნალექო ამინდებს. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მოიმატებს 34 გრადუსამდე დახოლო აღმოსავლეთ საქართველოში 33 გრადუსამდე“, – განუცხადეს “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები