ირაკლი ბერაია საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს შეხვდა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ქართულ-ამერიკული სტრატეგიულ პარტნიორობას, განსაკუთრებით – უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ეს თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მხარდაჭერას ემყარება და მისი შემდგომი გაღრმავება ჩვენს საერთო ინტერესებშია”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეხვედრას აშშ-ის მხრიდან არმიის ატაშეს მოადგილე, ვიცეპოლკოვნიკი სემ კინგი ესწრებოდა.