ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე მეოთხე დღეა, მდინარე გეგაში ბელარუსიდან 4 წლის ბიჭს ეძებენ.
პოლიციაში შეტყობინება 17 ივნისს შევიდა.
ე.წ. საგანგებო სიტუაციებში განაცხადეს, რომ მაშველებმა მდინარე გეგას შესართავი შეამოწმეს, მათ შორის, ჰაერიდან.
მომხდარზე გამოძიებას გუდაუთის ე.წ. რაიონული პროკურატურა აწარმოებს.
მთის მდინარე გეგა მდებარეობს გაგრის რაიონში, ის მდინარე ბზიფის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადია და მათგან ყველაზე დიდია.