ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო – პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო. აღნიშნული მატჩით უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

„პრემიერ-მინისტრთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები