გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერებისთვის ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერებისთვის ტრენინგები ჩატარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ტრენინგებში მონაწილეობა პროკურატურის იმ დანაყოფების მენეჯერებმა და სპეციალიზებულმა პროკურორებმა მიიღეს, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებენ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) სისხლის სამართლის საქმეებზე. ტრენინგებს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის და სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ტრენინგების ფარგლებში ყურადღება დაეთმო ფემიციდის სახეებს და ტიპებს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის და პრაქტიკის მიხედვით, ასევე საუბარი შეეხო გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელებას ფემიციდის დანაშაულებზე, საქართველოში არსებულ პრაქტიკას და სტატისტიკას. განიხილეს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი და მონიტორინგის შედეგები. აღნიშნული ტრენინგები საქართველოს პროკურატურის ფემიციდიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები