“ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”, „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის (EUSEW 2023)” ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

“ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”, „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”, „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის (EUSEW 2023)” ფარგლებში აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის საუკეთესო ტელე-რადიო რეპორტაჟებისა და საგაზეთო-ელექტრონული სტატიების შესარჩევად.

ინფორმაციას “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” ავრცელებს.

“კონკურსის მიზანი: მდგრადი ენერგო-ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის შედეგად მოსალოდნელ დადებითი შედეგების წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

ვის შეუძლია მონაწილეობა: ნებისმიერი სახის ჟურნალისტური პროდუქციის ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის მაისიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივლისი.

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა წარმოადმიუთითონ ჟურნალისტური პროდუქტის
ასლი (ბეჭდური მასალის ტექსტი – ტექსტური ფაილით. ფოტო, ვიდეო-აუდიო მასალის
ელექტრონული ციფრული ვერსია); ასევე ჟურნალისტური პროდუქტის გამოქვენების თარიღი და
წყარო, და გამოქვეყნების დამადასტურებელი ინფორმაცია, (მაგ.: ფოტოასლი, ინტერნეტ ბმული
და ა.შ.).
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სერთიფიკატები; დაჯილდოება
გამართება ივლისის თვეში.
საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილ იქნას შემდეგ მისამართზე: “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”-ს ოფისი; დ. გამრეკელის ქ. N19; VI სართული; თბილისი, 0160 ან გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: e_gvil@eecgeo.org (წერილის დასახელებაში მიუთითეთ:
ჟურნალისტთა ნამუშევრების კონკურსი).
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მერების შეთანხმება1 აღმოსავლეთით – ფაზა III“ ფარგლებში. საკონტაქტო პირი: ელენე გვალვა; +995 599 28 71 89; ელ-ფოსტა: e_gvil@eecgeo.org
საკონკურსო თემის შესახებ: ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორი ადამიანების მიერ წიაღისეული საწვავის ჭარბი მოხმარებაა, რაც თავის მხრივ უარყოფით ზეგავლენას ახდენს გარემოზე და იწვევს კლიმატის ცვლილებას, რაც შემდგომ სხვადასხვა კლიმატური კატასტროფებით გამოიხატება როგორიცაა: ზღვების და ოკეანეების დონის აწევა, ნალექიანობის რეჟიმის ცვლა, წყლის რესურსების შემცირება, ნიადაგის 1https://com-east.eu/ka/about/ დეგრადაცია, გაუდაბნოება, მყინვარების დნობა, სეზონური ცვლილებები (სეზონების „გადაწევა“ ან/და გაქრობა) და სხვა, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია ცოცხალი ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებასთან.
შესაბამისად, კონკურსზე წარმოდგენილი რეპორტაჟი, სიუჟეტი თუ სტატია უნდა ეხებოდეს – განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, რომელიც ხელს უწყობს ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებას სხვადასხვა შემარბილებელი (სამიტიგაციო) ღონისძიებების განხორციელებით კერძოდ კი, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფეუქტური ტექნოლოგიების დანერგვით.
– კლიმატის ცვლილების შედეგებისადმი მედეგობას, რაც გულისხმობს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაზრდას სხვადასხვა საადაპტაციო ღონისძიებების განხორციელებით, როგორიცაა: ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქარსაცავი ზოლების მოწყობა, გამწვანება-სარეკრეაციო ღონისძიებები და ა.შ .
– მდგრად და უსაფრთხო ენერგიაზე ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევას, რომელიც შეიძლება დაკავშირებულ იყოს როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ ენერგო მომსახურების არასათანადო ხელმისაწვდომობასთან; ასე მაგალითად, შეზღუდული ხელმისაწვდომობა განათებასთან, გათბობა-გაგრილებასთან, სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებასთან, ტრანსპორტთან გამოწვეული მაღალი ენერგიის დანახარჯებით, დაბალი შემოსავლებით, არაეფექტური შენობებისა და
საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებით და ა.შ. – ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასების საკითხებს, ან – „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ ფარგლებში ორგანიზებულ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, სადაც იკრიბებიან სახელმწიფო ხელისუფლების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები როგორც
საქართველოში, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP), რათა მხარი დაუჭირონ ენერგიის დაზოგვის ინიციატივებს და განაგრძონ განვითარება უფრო სუფთა, უსაფრთხო და ეფექტური ენერგეტიკის მიმართულებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები