დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” მეორე მოსმენით განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ცვლილებები ითვალისწინებს საერთო დანიშნულების, სპეციალიზებული და ზემსუბუქი ავიაციის ექსპლუატაციის ნორმებში არსებული ხარვეზების გასწორებას და ასევე პარაპლანით ფრენის რეგულირებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დღესდღეობით მოქმედმა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის და ექსპლუატაციის კანონმდებლობით დადგენილმა ზედმეტად მკაცრმა მოთხოვნებმა გამოიწვია ის, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ეს დარგი განვითარებული არ არის. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე მოწესრიგდება პარაპლანით ფრენების საკითხი. შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილებები დაადგენს პარაპლანით ფრენებთან დაკავშირებულ ძირითად რეგულაციებს. კომიტეტმა კანონპროექტი მუხლობრივად განიხილა. დეპუტატებმა იმსჯელეს კანონპროექტის თანმდევი საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე და მხარი დაუჭირეს მის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები