ანდრია გვიდიანი: ეროვნული ბანკის კანონპროექტზე პარლამენტმა განიხილა და დაძლია აბსოლუტურად აბსურდული ვეტო

პარლამენტმა განიხილა და დაძლია აბსოლუტურად აბსურდული ვეტო. საუბარია იმაზე, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას არ შეექმნას პრობლემა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობას არ შეექმნას კრიზისული ვითარება და არ ჩავარდეს სიტუაციაში სადაც ბანკის საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, – აღნიშნა გვიდიანმა.

მან ასევე ისაუბრა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, არჩილ მესტვირიშვილზე.

„არჩილ მესტვირიშვილთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული ინფორმაციები, საქართველოში არაფერი არ იმალება და არსებობს კონკრეტული ისტორიები, სადაც არის მესტვირიშვილზე და მერაბიშვილის კავშირებზე საუბარი. იცით წინა ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ ვერცერთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდა ადამიანი თუ არ ექნებოდა შესაბამის ძალოვან მინისტრთან ფორმალური თუ არაფორმალური სუბორდინაცია, აქედან გამომდინარე მესტვირიშვილიც იყო მოაზრებული მერაბიშვილის ერთ-ერთ კადრად ეროვნულ ბანკში“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები