მერია: ოზურგეთში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტების განხორციელება იწყება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტების განხორციელება იწყება – ამის შესახებ, განცხადება ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, დღეს გამართულ მერიის სხდომაზე გააკეთა.

„ გაეროს განვითარების ფონდთან და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით ვიწყებთ საპილოტე პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს აქ მცხოვრები ოჯახების სოციალურ ეკონომიკურ გაძლიერებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების მხარდაჭერას, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას. პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 100 000 ლარს შეადგენს,“- აღნიშნა მერმა.

ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე კიდევ ერთი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებას

„ კიდევ ერთი პროექტი, რომელიც განხორციელდება, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესების, მათ ჩართვას სხვადასხვა აქტივობაში და სოციალური საწარმოების დაფუძნების/განვითარების ხელშეწყობას. ამისათვის „სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან“- 20 000 ლარს გამოვყოფთ. ინფორმაციისთვის შეგიძლით მიმართოთ ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს,“- განაცხადა, ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები