პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მოტივირებულია, რომ ხელი შეუშალოს 12 პუნქტის შესრულებას, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ისინი კარგად ხვდებიან, რომ დღეს მათთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს შეძენილი, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის პროგრესს, რომ ამ გზით შეეცადონ და ეს შემდეგ გადათარგმნონ და წარმოაჩინონ, როგორც ხელისუფლების წარუმატებლობა. სამწუხაროდ, ეს არის მათი ინტერესი და მათი გეგმაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.