ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი არ ცდილობს, კოორდინირებული მუშაობა არსებობდეს პრეზიდენტს, ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის
“ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეროვნულ ბანკში იყოს ის ვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს, კოორდინირებული ვითარების შედეგად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, პრეზიდენტი არ ცდილობს, კოორდინირებული მუშაობა არსებობდეს პრეზიდენტს, ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეროვნულ ბანკში იყოს ის ვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს, კოორდინირებული ვითარების შედეგად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ ცდილობს, ეს კოორდინირებული მუშაობა არსებობდეს პრეზიდენტს, ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის, გამომდინარე აქედან გვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირას გაიმართება.