გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” მოისმინა.

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა წარადგინა. მან მიმოიხილა 2022 საფინანსო წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები. ისაუბრა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე, გააკეთა გადასახდელების შესრულების ანალიზი, ასევე წარმოადგინა ინფორმაცია ფინანსური აქტივების მართვის, საგარეო და საშინაო ვალების თაობაზე. მომხსენებელმა ისაუბრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოხსენებაზე „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.”

წარმოადგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების შესახებ საუბრისას, კომიტეტის ინტერესის გათვალისწინებით, ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს ხარჯვამ საანგარიშო წელს 760,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 102,3% პროცენტია. მან ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის სააგენტოს და ასევე წიაღის მართვის სააგენტოს შესრულების პარამეტრებზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოსმენილი ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები