ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, ნდობის ჯგუფს მოხსენება საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ წარუდგინა.

„დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ყველა საკითხი, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში, რეგიონში, მთლიანად საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები და რა გავლენა აქვს ან შესაძლოა ამ ყველაფერს ჰქონდეს საქართველოზე, მის უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ, კანონმდებლებს მუდმივად გვიდევს ხელი უსაფრთხოების გარემოს მაჯისცემაზე. ყოველთვის გვაქვს უახლესი ინფორმაცია და შეფასებები, რასაც გვაწვდის საგარეო დაზვერვის სამსახური, ასევე სხვა ქართული სპეცსამსახურები. კანონმდებლებისთვის ეს ინფორმაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საფრთხეების შესახებ წინმსწრებად ინფორმაციის მიღებისთვის, მათ შესახებ ადრეული შეტყობინებისთვის, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და ზედამხედველობის მიზნებისთვის”, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფის სხდომას ესწრებოდნენ დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი და სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის უფროსი, ლევან ნასრაშვილი. მიმდინარე წელს ნდობის ჯგუფმა 7 სხდომა გამართა. სხდომები წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები