ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6137 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6173 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8001 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7992 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.