ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ფილიპ როუზს (Philip Rose) შეხვდა.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

ყურადღება დაეთმო 2024 წლის მაისში, თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზაციულ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები