ზუგდიდის მერია შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების ხელშეწყობის მიზნით კონკურსს აცხადებს

თუ ხარ შემოქმედებითი და გსურს განავითარო იდეა, ეს პროექტი შენთვისაა! ზუგდიდის მერია ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კონკურსის პირობები ითვალისწინებს ორ მიმართულებას: ზუგდიდის შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება, ასევე ამ მიზნისთვის შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის „შემოქმედებითი ზუგდიდი” დაარსება/ხელშეწყობა. კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის მიმართული შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა შორის, ასევე სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშემწყობი პროგრამების/პროექტების განხორციელება.

ზუგდიდის მერიის მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 20 100 ლარს. განაცხადები მიიღება 2023 წლის 5 ივნისიდან 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით მერიაში, მისამართზე:

ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 მატერიალური სახით ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონკურსის დებულება: https://shorturl.at/lDGQ2

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/acmAU

დანართი N1 – განცხადების ფორმა: https://shorturl.at/izGMR

დანართი N2 – საპროექტო განაცხადი: https://shorturl.at/ftEP4

დანართი N3 – დაზუსტებული ინფორმაცია: https://shorturl.at/KOV89

დანართი N4 – შესრულების ანგარიში: https://shorturl.at/cGJN6

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები