ლევან ივანაშვილი პერევისა და ჭალის საბავშვო ბაღებს ესტუმრა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გაგა დარბაიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პერევისა და ჭალის საბავშვო ბაღებს სათამაშოები გადასცა, ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა საზღვრისპირა სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მრავალფეროვანი სათამაშოების შემადგენლობა პირადად გადასცა.

სათამაშოებს, რომლებიც საჩხერის მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღს გადაეცემა, საერთაშორისო უსაფრთხოების სერთიფიკატი აქვს მინიჭებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები