კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

მისივე თქმით, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ჩემთვის, არა თანამდებობის პირისთვის, არამედ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ისევე, როგორც პრემიერმინისტრი იყენებს ამ ტრიბუნას, სადაც შესაძლებელია, საუბრობს ჩვენს ევროპულ მომავალზე, ევროინტეგრაციაზე. გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, იმიტომ, რომ ყველა კომპონენტში, ყველანაირი თვალსაზრისით წინ ვართ სხვა ქვეყნებზე, რომელთაც მიენიჭა აღნიშნული სტატუსი. დაგვიწესეს 12-პუნქტიანი გეგმა, კი ბატონო, მზად ვართ და ვასრულებთ ამ გეგმას. მინდა, ყველას მოვუწოდო, ვისაც შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო პლატფორმები გამოიყენონ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები