გია ცაგარეიშვილი: ქალბატონი პრეზიდენტი შეეცადა, სრულიად საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო და არ დაეყო საზოგადოება ჯგუფებად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გუშინ გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი.

„უკანასკნელ გამოსვლებს თუ გავიხსენებთ, ქალბატონი პრეზიდენტის ეს ის იშვიათი შემთხვევა და გამონაკლისი იყო, როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი შეეცადა მაინც, სრულიად საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო და არ დაეყო ჯგუფებად საზოგადოება, არ ეძება მტრები და არ ყოფილიყო მკვეთრი და ნეგატიური თავის შეფასებებში“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები