ამერიკულ გამოცემა „Saveur“-ში საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის შესახებ სტატია გამოქვეყნდება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ცნობილ ფოტორეპორტიორს ნილ სანტოსს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში ნილ სანტოსი ქართულ კულინარიას და ღვინოს გაეცნო. ამერიკელმა ფოტოგრაფმა თბილისსა და მცხეთაში იმოგზაურა. მომზადებული ფოტომასალა მაღალრეიტინგულ გამოცემაში „Saveur“-ში გამოქვეყნდება, სადაც საქართველოს შესახებ სპეციალური სტატია „15 Essential Dishes“ მომზადდება. პრესტურის მიზანია საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების გაზრდა.
„Saveur“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულინარიის შესახებ აქვეყნებს სტატიებს. გამოცემას თვეში 1.2 მილიონი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო სოციალურ ქსელებში 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები