ლევან ბეჟაშვილი: სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე

სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე, მანდ უნდა იმოქმედოს პროაქტიულად – ევროპის სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, ეს მოხსენება იყო ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე, იმ პრობლემების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს. მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ნიკა გვარამია, დამოუკიდებელი მედია მენეჯერი პოლიტპატიმრის სტატუსით ზის ციხეში“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში დღეს, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები