ალექსანდრე დარახველიძე: 2006 წლის შემდეგ შს სამინისტროს დანაშაულის გახსნის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს
შსს მუდმივ რეჟიმში აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას. თუ გადახედავთ დღეს ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, 2006 წლის შემდეგ შსს-ს აქვს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დანაშაულის გახსნის, რომელიც 63%-ს აჭარბებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის არის შესაშური, იმდენად აქტიურად და ღირსეულად მუშაობს პოლიცია.
„ეს არის 2022 წლის მონაცემი და 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებსაც თუ გადავხედავთ თითქმის იგივე პროცენტია შენარჩუნებული, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს იმის პარალელურად, რომ მცირდება დანაშაულის რაოდენობა თუ წინა წლების ციფრებს გადავხედავთ, კლება ცალსახა და თვალშისაცემია. ეს მაჩვენებელი ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის არის შესაშური, იმდენად აქტიურად და ღირსეულად მუშაობს პოლიცია. როდესაც ვსაუბრობთ საერთო გახსნის მაჩვენებელზე ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, სადაც რიცხვები ბევრად უფრო მაღალია, როგორც დანაშაულის შემცირების ტენდენცია, ასევე დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ხშირ შემთხვევაში 80-90 პროცენტსაც კი აჭარბებს“, – განაცხადა დარახველიძემ.